„სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის'' (ესგ, შესავალი, თავი 2, მუხლი 8, 2011-2016).
აღნიშნული ელექტრონული ბლოგი შექმნილია საგანმანათლებლო მიზნით; აქ განთავსებული რესურსის გამოყენება შეუძლიათ როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს და მათ მშობლებს.
ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის შექმნის მიზანი:
1. ჩემ მიერ შექმნილი რესურსები, პრეზენტაციები და სხვადასხვა აქტივობები ხელმისაწვდომი გავხადო დაინტერესებულთათვის. 2. ჩემი გამოცდილება გავუზიარო პედაგოგებს, რომლებიც სისტემატურად მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე; 3. მშობლებს თავიანთი შვილებისთვის შევთავაზო სხვადასხვა სავარჯიშოები. 4. მოვახდინო ჩემ მიერ დაგროვილი მასალის ორგანიზება,-დახარისხება, და უფრო მოწესრიგებული სახით შევთავაზო დაინტერესებულ საზოგადოებას. 5. გავითვალისწინო მკითხველთაგან მიღებული რჩევები და ჩემი მუშაობა უფრო ნაყოფიერი, უფრო გამოსადეგი გავხადო.
რა დადებითი გავლენა ჰქონდა ციფრული რესურსის ამ სახით
გამოყენებას მოსწავლეების სწავლის პროცესზე?
აღნიშნული რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით,მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე. მნიშვნელოვანი საკითხების განსხვავებული შრიფტითა და ფერით ვერბალურად ასახვა მათი აღქმისა და მეხსიერებისათვის ბევრად ეფექტური გამოდგა. ასეთი ფორმით მასალის მიწოდებამ აამაღლა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება.
მიღწეული შედეგები.
აღნიშნული სასწავლო რესურსის გამოყენება დამეხმარა ინფორმაციის წვდომის თვალსაზრისით მივსულიყავი თითოეულ მოსწავლემდე და თითოეულთან ინფორმაციის მიწოდების ორივე ფორმით -( ვერბალურით და ვიზუალურით) სასავლო მასალის აღქმის უკეთეს შედეგზე გავსულიყავი. საპრეზენტაციო სლაიდ-შოუებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებს ყურადღების კონცენტრაციაში და როგორც რეფლექსიისას აღნიშნეს, ასეთი ფორმით მასალის აღქმა მათთვის ბევრად საინტერესო და გასაგები იყო.ამასთან, ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებამ სასწავლო პროცესი ბევრად მრავალფეროვანი გახადა, სწავლების ასეთი ფორმა არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ გაკვეთილის მსვლელობაში, გარდა ამისა მათ გაუღვიძა მედიაწიგნიერებისა და ამ მხრივ საკუთარი პროდუქტის შექმნის სურვილი . დაეხმარა ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა - დაკვირვება, შედარება , ანალიზი,დროსა და სივრცეში ტრანსფორმაცია, ცოდნის კატეგორიზაცია, შედარება, სინთეზი და სხვა.
დაცულია თუ არა ელექტრონული რესურსის შექმნისას ინფორმაციის პროგრამული უზრუნველყოფის ეთიკა და არსებული კანონმდებლობა?
ელექტრონული რესურსის შექმნისას დაცულია პროგრამული უზრუნველყოფის ეთიკა და არსებული კანონმდებლობა (საავტორო უფლებების შესახებ). რესურსი შედგენილია ინტერნეტითა და სასწავლო ლიტერატურიდან მოძიებული მასალით, ხოლო მასში გამოთქმული მოსაზრებები ეფუძნება პედაგოგიური ეთიკის ნორმებს.
ელექტრონული რესურსის შექმნისას დაცულია პროგრამული უზრუნველყოფის ეთიკა და არსებული კანონმდებლობა (საავტორო უფლებების შესახებ). რესურსი შედგენილია ინტერნეტითა და სასწავლო ლიტერატურიდან მოძიებული მასალით, ხოლო მასში გამოთქმული მოსაზრებები ეფუძნება პედაგოგიური ეთიკის ნორმებს.
No comments:
Post a Comment