ბლოგის მიზანი

ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია


რეფლექსია

2018 წლის  17 აპრილს მეორე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე იაკობ გოგებაშვილის ,,ლომი და თაგვი’’.
გაკვეთილის მიზანი იყო ბავშვებს ესაუბრათ გარეულ და მტაცებელ ცხოველებზე, წაეკითხათ ტექსტი, გამოეყოთ მთავარი აზრი და ემსჯელათ ანდაზაზე იგავთან მიმართებაში.
გაკვეთილის პირველ ფაზაში ბავშვებს გავაცანი მიზანი და შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც წინასწარ გამზადებული სქემით გამოვაკარი თვალსაჩინო ადგილას.
წინარე ცოდნის გააქტიურება შევძელი საპრეზენტაციო ფაილით PowerPoint-ით. ბავშვები დავყავი ჯგუფებად - ლომის მეგობრები და თაგუნას მეგობრები. ჯგუფის თითოეულმა წევრმა გონივრულად იმუშავა, მათი ნააზრევი მოვათავსე წინასწარ გამზადებულ ფლიფჩარზე.
ტექსტის წაკითხვამდე მოტივაციის მიზნით პატარებს პროექტორის საშუალებით ვუჩვენე მულტფილმი ,,ლომი და თაგვი’’ .https://www.youtube.com/watch?v=3Dke3efwpUI
ტექსტის სწორი ინტონაციით წაკითხვის შემდეგ ბავშვებმა იმსჯელეს ლომის და თაგვის მეგობრობაზე, გამოყვეს მთავარი აზრი, რომელიც შესაბამისი კითხვების საშუალებით საინტერესოდ წარიმართა.
წინასწარ გამზადებულ ფრცლებზე, რომლებზეც ჩამოწერილი იყო ანდაზები, პატარებმა ამოიცნეს შესაბამისი ანდაზა და მიუსადაგეს მოთხრობას.
რუბრიკა ,,დააკვირდი როგორ იწერება’’, სახელმძღვანელოს დახმარებით შესანიშნავად მიაგნეს და გაასწორეს  არასწორად დაწერილი სიტყვები, გადაუსვეს ხაზი და თავზე სწორი ფორმა მიაწერეს.
ვიმუშაოთ გამონათქვამზე ,,მადლობა გადაუხადა’’ ,გამოვიყენე გამოკრებითი კითხვა, პატარებმა შესანიშნავად მონახეს და წაიკითხეს ის ადგილი, სადაც ეს ფრაზა იყო გამოყენებული.
მოსწავლეები შევაფასე წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკებით. ყველა ჩემი აქტივობა ემსახურებოდა მიზნის მიღწევას. შეფასების რუბრიკები თანხვედრი იყო გაკვეთილის მიზანთან, რაშიც დამეხმარა შეფასების ჯგუფის რეკომენდაციები, მათ მირჩიეს, რომ შეფასების რუბრიკში დასახული მიზნები მიმეთითებინა.
ძლიერ მხარედ მიმაჩნია ის, რომ  ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული და სიხარულით ასრულებდნენ აქტივობებს , აქტივობები მაღალ  სააზროვნო უნარებზე იყო ორიენტირებული, თუმცა უნდა აღვნიშნო ზოგიერთი მოსწავლის ნაკლები აქტიურობა, თუმცა მოვახერხე მათი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
ხარვეზად ჩავთვლი ზოგიერთი მოსწავლის კითხვის პრობლემას, რომლისთვისაც შემდეგ გაკვეთილზე არაერთ სტრატეგიას გამოვიყენებ და ეს ხარვეზიც აღმოიფხვრება. მეორე  ხარვეზი დროის ფაქტორი (დრო დამრჩა10 წუთი),  აღელვება ვიგრძენი, ამისათვის დამჭირდა გეგმის მოდიფიცირება, დარჩენილი დრო დავუთმე ტექსტზე მუშაობას, კითხა- პასუხების სახით, თუმცა, ვფიქრობ გაკვეთილი საინტერესო იყო. ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას ყველაფრის მიმართ.
მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინი, მადლობას ვუხდი ჩემს პატარებს.
ხელახლა რომ ვგეგმავდე გაკვეთილს სარეზერვო  აქტივობას მივუთითებდი.

1.05.2018                                                                                           ეკატერინე კუტუბიძე




No comments:

Post a Comment